შიდსით დაავადებულებში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 95, 6 %-ია - შიდსის ცენტრის დირექტორი
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის
დირექტორის თენგიზ
ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჩ ჰეპატიტის განკურნების
სარეკორდო მაჩვენებელი აქვთ - 98.7%. შიდსით ავადმყოფებში კი
განკურნების მაჩვენებლი 95.6 პროცენტს შეადგენს.
მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განხორციელდეს მიკროელიმინაციები ცალკეულ ფოკუს ჯგუფებში - პატიმრებში, ჰემოფილიით ავადმყოფებში, დიალიზზე მყოფებსა და ინტრავენულ ნარკომანებში.
"შიდსიანები უნდა გამოვავლინოთ და ყველა მათგანში ჰეპატიტი განვკურნოთ. ეს არის ამ პროგრამის მიზანი", - აღნიშნა მან კონფერენციის - "ჩ ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში" დაწყებამდე.
ორდღიან კონფერენციაში დარგის სპეციალისტებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ.