გალს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება
Share
სასმელი წყლის მიწოდება ქალაქ გალს ერთი
დღით შეუწყდება. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია ცენტრალურ
წყალმომარაგების სისტემაში.
კერძოდ, წყლის მიწოდება დღეს, საღამოს ათი საათიდან შეწყდება, 15
ოქტომბრის ღამის ათ საათამდე.
ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.