ახალი ამბები
საქართველოში სიღარიბეს სქესი აქვს - ქალთა მოძრაობის წევრი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სტატისტიკური მონაცემებით, შემწეობის მიმღები 400 ათასი მოქალაქიდან დაახლოებით 280 ათასი ქალია, - ამბობს ქალთა მოძრაობის წევრი გვანცა ხონელიძე, რომელიც ცდილობს აქტიური შეხვედრები ჰქონდეს ქალებთან ქვეყნის მასშტაბით, რათა საბოლოო ჯამში მათ გაუჩნდეთ პრეტენზიები, უკმაყოფილების განცდა და მოთხოვნის ტონი, რაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ძირეული ცვლილებების მისაღწევად.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დღეს ზუგდიდში „სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრში“ შედგა. სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალებმა ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რაც ხელს უშლის ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. როგორც საუბრის დასაწყისში გვანცა ხონელიძემ აღნიშნა, ქალთა შრომის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მოიყვანა საქსტატის 2018 წლის მონაცემები, რომლის თანახმადაც, დაბალი ანაზღაურების მიზეზითა და ქმრის მოთხოვნით ყოველი მეხუთე ქალი რჩება სახლში, სადაც მას კვირაში 45 საათი უწევს მუშაობა. შედეგად ქალს უწევს მძიმე და აუნაზღაურებელი შრომა, რათა რეალიზებში დაეხმაროს ოჯახის დანარჩენ წევრებს.

ქვეყანაში ქალთა უფლებების მხრივ არსებულ ზოგათ სურათს ასახავდა ის მაგალითებიც რაც შეხვედრის მონაწილეებმა მოიყვანეს. მაგალითად, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ეკა მინჯორაიამ აღნიშნა, რომ ოჯახის წევრების დახმარების მიუხედავად თავად ღამეების თენება მოუწია იმ პერიოდში, როცა დასაქმებული იყო და ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები. „საბოლოოდ ამ ყველაფერმა ჩაიარა ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე“ , - აღნიშნა მან.

როგორც ქალთა მოძრაობის წევრმა გვანცა ხონელიძემ განმარტა, ორი მთავარი ფაქტორი არსებობს რაც ხელს უშლის ქალის ეკონომიკურ გაძლიერებას - კულტურული და სოციალური სტერეოტიპები, რომლებიც საშინაო შრომას მხოლოდ ქალს აკსრებს და ქალის ვალდებულებად აღიქვამს.

„მეორე ნაწილი, რომელიც სზოგადოების და სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, უნდა გაჩნდეს კონკრეტული პოლიტიკური დოკუმენტები, რომლებიც ქალს დაიცავენ შრომის ბაზარზე სახელფასო დისკრიმინაციისგან, ან მიზერული ანაზღაურების პირობებში დაიცავენ მის შრომის უფლებებს“, - განაცხადა გვანცა ხონელიძემ.

მისი სიტყვებით, მიმართულება რა კუთხითაც ქალთა მოძრაობა გეგმავს გააქტიურებას და რაშიც ქალების ჩართულობა სურს, ეს არის სახელმწიფოს ააღებინოს ვალდებულება რათა კანონში გაჩნდეს ჩანაწერი მინიმალური ანაზღაურების შესახებ.

პრობლემის დაძლევის ერთ-ერთ გზად ქალები განიხილავენ სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, ისეთის როგორიც არის მუხუცთა სახლების, საბავშვო ბაღების განვითარება, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნას შეუწობს ხელს.

ასევე პროფესიული გადამზადების სივრცეების შექმნას, სადაც ქალებს, რომლებსაც ხანგრძლივი და რთული დეკრეტული პერიოდის ან უმუშევრობის შემდეგ ექნებათ პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

ამ ყველაფერთან ერთად, როგორც ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ყველაზე მთავარია ქალები გახდნენ უფრო პრეტენზიული და მომთხოვნები ყველა სფეროში, გახდნენ თავდაჯერებულები და მოითხოვონ დამსაქმებლისგან და სახელმწიფოსგან უფლებების დაცვა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი
ინფრასტრუქტურული
15:33 / 20.05.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული
სინგაპურში მიმდინარე შეჯიბრზე ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა,
15:00 / 20.05.2022
სინგაპურში მიმდინარე შეჯიბრზე ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა,
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი
გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
13:43 / 20.05.2022
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან
ნალექიანი ამინდი.
13:23 / 20.05.2022
20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.