ახალი ამბები
ზუგდიდელი ბიზნესმენი ქვეყანაში „საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობის“ გამოცხადებას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელი ბიზნესმენი მთავრობას დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების წინადადებით მიმართავს. გიორგი ბერიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ორსულ ქალებს და მრავალშვილიან ოჯახებს. პარარელურად კი აიკრძალოს "მამათმავლობის და მსგავსი გარყვნილების" პროპაგანდა. ასევე აზარტული თამაშები და გამკაცრდეს ემიგრაცია.

ბიზნესმენის "ლაივპრესთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მთავრობა სამწუხაროდ ვერ აფასებს იმ მძიმე შედეგებს, რაც შეიძლება ქვეყანამ ამ პრობლემების მოუგვარებლობას შეიძლება მოჰყვეს.

"რად გვინდა გალამაზებული ქალაქები, დაგებული გზები, თუ ქართველები აღარ ვიქნებით? მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოჯახების გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად", - აცხადებს გიორგი ბერიშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია მთავრობამ შობადობის გასაზრდელად ეფექტური ღონისძიებები განახორციელოს და ქვეყანაში "საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა" გამოაცხადოს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ პირველ რიგში ჯანდაცვა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი დაბალი ფენისთვის, მრავალშვილიანი ოჯახების კეთილდღეობასა და ბავშვების განათლებაზე კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღოს.

გიორგი ბერიშვილი ზუგდიდელი ბიზნესმენია, რომელიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით, ცოლთან და მხარდამჭერებთან ერთად ხელმოწერებს აგროვებს. ამ ყველაფერს ისინი, როგორც უფრო ადრე ჩვენთან საუბარში განმარტეს, მეუფე გერასიმეს კურთხევით აკეთებენ.

მათი მოთხოვნაა, კანონმდებლობიდან ამოიღონ ტერმინები: "გენდერული იდენტობა და გამოხატვა" და "სექსუალური ორიენტაცია", რადგან ფიქრობენ, რომ ისინი "სოდომური ცოდვის დაკანონებას" უწყობენ ხელს. ამასთან, კანონმდებლობით განისაზღვროს შემდეგი ლგბტქ არის ნორმიდან გადახრა და გარყვნილება.

გიორგი ბერიშვილმა გვითხრა, რომ ამ დროისთვის ზუგდიდში 30 150 ხელმოწერა უკვე შეგროვდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.