მივალთ ყველა ქალაქში და დაველაპარაკებით ყველას - პრემიერი
მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას.
ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება
მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი, ყველა ის
ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს", - განუცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს, შიდა ქართლში გამართული შეხვედრების
დასასრულს.
გიორგი გახარიას თქმით, ის რეგიონებში სტუმრობისას შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვისზეც დამოკიდებულია ცალკეული რეგიონის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის განვითარება.
"სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, იმ სოციალურ დიდ ჯგუფებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოს სახეს, როგორებიც არიან პედაგოგები, მედიკოსები, სოფლის ექიმები, პოლიციელები, სამართალდამცავები, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს ინფრასტრუქტურას, ქმნიან შესაძლებლობას, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ღირსეულად იცხოვროს, გაზარდოს შვილები, იშრომოს ქვეყნის და სახელმწიფოს წინსვლისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი ყურადღების ძირითადი კონცენტრაცია იქნება ამ მიმართულებით. ამიტომ, სადაც ჩავალთ, ყველგან შევხვდებით, პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს და ფერმერებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.