„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ზუგდიდში კენჭისყრა მიმდინარეობს
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო
ინიციატივების ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს. პროცესი 11:00 საათზე
დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. მოქალაქეები საკუთარ უბაში
ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ ინიციატივებს ფარული კენჭისყრის
პრინციპით აწვდიან თვითმმართველობას, რათა 2020 წლის ბიუჯეტის
შედგენისას მოხდეს მათი გათვალისწინება. საკრებულოს პრესსამსახურში
„ლაივპრსს“ განუცხადეს, რომ კენჭისყრის პროცესში მოქალაქეები აქტიურად
არიან ჩართული.

კენჭისყრა ტარდება შემდეგ მისამართებზე:
ეგრისის ზონა - ქ. ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის შენობა (პუშკინის ქ. N157).
ძიუდოს დარბაზის შენობა (სოხუმის ქ. N2, ტექნოპარკის გვერდით).
მაცხოვრისკარის ზონა - ქ. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის შენობა (დ. აღმაშენებლის N1).
კოლხეთის ზონა - ქ. ზუგდიდის N10 საბავშვო ბაღის შენობა (შ. რუსთაველის N177).