ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევას
ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავდა სამი პირი. შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომანქანას ცეცხლი
გაუჩნდა და დაიწვა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სამივეს მდგომარეობა მძიმეა. ორი ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. ჯერჯერობით კონკრეტულ დიაგნოზზე ვერ გესაუბრებით", - აღნიშა სულხან ორჟონიამ.