მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"
ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, სამუშაო ფორმატში მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. დეტალები გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. ხელისუფლებამ მათ ვადა წლის ბოლომდე მისცა, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.
კონსორციუმის დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, არის დაბრკოლებები, რომლებიც მთავრობასთან ერთად უნდა გადალახონ.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კი იმედი გამოთქვა, რომ პროექტს მომავალი წლიდან "დაძრავენ".