კონსორციუმიდან გასვლის გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია - „კონტი ჯგუფი“
ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფის" განცხადებით, ანაკლიის
კონსორციუმიდან
გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ. კომპანიამ ინფორმაცია
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს დაუდასტურა. მათი თქმით, წლის
დასაწყისში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელ
პარტნიორთან მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის
პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი.
თუმცა მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება. ამ დრომდე კი არცერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნიათ დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება.
"მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ კონტის პოზიცია უცვლელია. კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას.
ამდენად, კონტი შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტ ვადაში დატოვებისთვის", - აცხადებს ამერიკული კომპანია.
მათივე განმარტებით, "კონტის"ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ.
ხელახალი განცხადება გაავრცელა დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაც. ისინი ამბობენ, რომ ტრანზაქცია, რომლითაც კონტი ჯგუფი უნდა გასულიყო პროექტიდან, არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად.
"იმის და მიუხედავად, რომ კონტი ინტერნეიშენალი იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება", - აცხადებენ კონსორციუმში.
ამერიკული კომპანია რომ პორტის პროექტს დატოვებდა, აგვისტოში გახდა ცნობილი. დღეს კონსორციუმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კონტი ჯგუფი" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება.