წერილი, რომელიც დადიანების მუზეუმმა კულტურის სამინისტროსგან მიიღო
17:36 / 26.10.2019
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ადმინისტრაციას,
თანამშრომელთა მიერ
გაგზავნილი წერილის პასუხი გამოუგზავნა განათლების, კულტურის და
სპორტის სამინისტრომ. მასში აღნიშნულია, რომ სამინისტროს ზრუნვის
საგანს მათ შორის ანაზღაურების მოწესრიგება წარმოადგენს. შესაბამისად,
ამ ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ხელფასების
მომატებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
წერილში, რომელიც "ლაივპრესს" მუზეუმის ექსკურსიამძღოლმა ელზა ზოდელავამ მიაწოდა, ნათქვამია ისიც, რომ დოკუმენტის, პროექტის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად შესაბამის უწყებებს წარედგინება, რადგან მსგავსი პრობლემების გადაწყვეტა სცილდება ერთი რომელიმე უწყების კომპეტენციას. სამინისტროში ამბობენ, რომ შედეგის თაობაზე თანამშრომლებს ინფორმაციას დამატებით მიაწვდიან.
სამინისტროს პასუხში არ არის საუბარი ვადებზე, თუ როდისთვის შეიძლება ანაზღაურების საკითხი გადაწყდეს. არც მუზეუმში მომუშავეთა გაფიცვის ულტიმატუმზეა რაიმე ნათქვამი. აღნიშნულია ის, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული დაფინანსება არ არის საკმარისი მუზეუმის საჭიროებების, მათ შორის ხელფასების პრობლემის მოსაგვარებლად, რომ ამისთვის საჭიროა ფინანსების კერძო სექტორიდან მოზიდვა.

"ეს შესაძლებლობას აძლევს მუზეუმს, განახორციელოს სხვადასხვა მიმართულების პროექტი. აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით. გაზარდოს თანამშრომელთა ანაზღაურება. აღნიშნულის რეალიზაცია კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუზეუმს ეყოლება პროფესიონალთა გუნდი. ექნება საქმიანობის მაღალი სტანდარტი, რომელიც ორიენტირებული იქნება სიახლეებზე, ყველა კატეგორიის ვიზიტორთა ინტერესის დაკმაყოფილებაზე, კრეატიული იდეების შეთავაზებაზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დამთვალიერებელთა, ისე შემოსავლების ზრდას", - ვკითხულობთ სამინისტროს წერილში.
მათი თქმით, ზუგდიდის მუზეუმს აქვს პოტენციალი, გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალშემოსავლიანი მუზეუმი.
მუზეუმის თანამშრომლები დაბალი ხელფასების გამო ჩივიან. მათ ორჯერ უკვე გამართეს საპროტესტო, გამაფრთხილებელი შეკრება. გაუგზავნეს შესაბამისი განცხადებას ქვეყნის პრემიერს, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე მუზეუმის დირექციას ადგილზე, რომელსაც ხელს 34 თანამშრომელი აწერს.
მანამდე მათ ზეპირი მიმართვა 11 ოქტომბერს გაავრცელეს, რომელსაც კულტურის სმინისტრო გამოეხმაურა.
მუზეუმის თანამშრომლები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირველი ნოემბრიდან გაფიცვას გეგმავენ.
გუშინ, 25 ოქტომბერს ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ.