დადიანის მუზეუმის თანამშრომელი პრემიერს შეხვდა
დადიანების მუზეუმის თანამშრომელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი
გახარიას შეხვდა.
როგორც ელზა ზოდელავამ "ლაივპრესს" უთხრა, მან შემთხვევით დაინახა
დადიანების სასახლის ეზოში მომავალი მთავრობის მეთაური, გამოელაპარაკა
და უთხრა, რომ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მის სახელზე წერილიც
გააგზავნეს რამდენიმე დღის წინ. პასუხად მისგან მიიღო, რომ ამ
ყველაფრის შესახებ ინფორმირებული იყო.
"ვუთხარი, რომ მუზეუმის ყველა თანამშრომლის სახელით ვთხოვდით, შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხი მოგვარდეს. კი, აუცილებლად გაგცემთო პასუხს. დახმარებას დამპირდა. აუცილებლად გიშველითო", - განმარტა ელზა ზოდელავამ.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ადმინისტრაციას, თანამშრომელთა მიერ გაგზავნილი წერილის პასუხი უკვე გამოუგზავნა განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ.
გუშინ, 25 ოქტომბერს მუზეუმის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელწმიფო რწმუნებულს შეხვდნენ. მან საკითხის საფუძვლიანად შესასწავლად ერთი კვირა ითხოვა.
მუზეუმის თანამშრომლები დაბალი ხელფასების გამო ჩივიან. ისინი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან გაფიცვას გეგმავენ.