ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე რეჟისორი ლაშა შეროზია დაინიშნა. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დანიშვნის ბრძანება განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრმა გამოსცა.

ლაშა შეროზია პროფესიულ საქმიანობასთან ერთად პედაგოგად მუშაობს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამსახიობო და სარეჟისორო მიმართულებებზე. მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ პროექტში და არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.

მანამდე ზუგდიდის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ბადრი წერედიანი მუშაობდა.