ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტით ფართს ქირაობენ, ზუგდიდი და სენაკიც არის
FaceBook Twitter
E-mail Print
მუნიციპალიტეტების ნაწილი ცალკეული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შენობებს ქირაობს, ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებით სარგებლობს. ნათქვამია კვლევაში, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მოამზადა. ორგანიზაციამ თბილისიდან და რეგიონებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვის საკუთრებაშია შენობები, სადაც განთავსებულია მერია, საკრებულო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა სხვა მუნიციპალური დაწესებულება.

არასამთავრობოს თქმით, 63 მუნიციპალიტეტს შორის 22-ს საკუთრებაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის შენობა საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

საქმე ეხება მათ შორის ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებსაც. კერძოდ, "გამჭვირვალობა" ამბობს, რომ ამ ჩამონათვალში ფიგურირებს ზუგდიდის ერთი შენობა, რომელიც დაქირავებულია. ასევე, სენაკის მუნიციპალიტეტის სამი ასეთი შენობა, რომელთაგან ორი დაქირავებულია, ერთი კი უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით აქვს. ამ ყველა შენობის მეპატრონე ფიზიკური პირია.

მათივე ცნობით, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტები შენობის ქირაობისას ხელშეკრულებას აფორმებენ სასურველი შენობის მეპატრონესთან, რაც ქმნის კორუფციული გარიგების რისკებს. ამ რისკის შესამცირებლად აუცილებელია დამკვიდრდეს უკეთესი სტანდარტი და კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო შენობა მუნიციპალიტეტმა შეარჩიოს საჯარო გამოცხადების, კონკურსის ან/და ფასთა გამოკითხვის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასაც და თვითმმართველობის მიერ გასაწევი ხარჯების გარკვეულ ეკონომიას.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოში დეცენტრალიზაციის დაბალი დონე ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, საკმარისი ოდენობის ფინანსური რესურსები და ქონებაც არ აქვთ. მეტიც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა.

"საკმარისი ოდენობის ქონების არქონა კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესს, აძვირებს მას, ხშირ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად", - აცხადებს ორგანიზაცია.

"გამჭვირვალობა" მოუწოდებს პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, იმოქმედონ თვითმმართველობების გასაძლიერებლად და მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადასცენ ყველა ის ქონება, რაც, ერთის მხრივ, აუცილებელია მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მეორეს მხრივ კი გააჩენს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას მუნიციპალიტეტებისთვის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი
ინფრასტრუქტურული
15:33 / 20.05.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული
სინგაპურში მიმდინარე შეჯიბრზე ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა,
15:00 / 20.05.2022
სინგაპურში მიმდინარე შეჯიბრზე ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა,
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი
გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
13:43 / 20.05.2022
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან
ნალექიანი ამინდი.
13:23 / 20.05.2022
20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.