დევნილებს წამოჭრილ საკითხზე ოფიციალურად არ მოუმართავთ - მერია
ზუგდიდის მერიაში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებიდან წამოჭრილ
საკითხებზე ოფიციალური
მომართვა ამ დრომდე არ ყოფილა. უთხრეს "ლაივპრესს" მერიაში. მათი
თქმით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ბინათ მესაკუთრეთა
ამხანაგობების განვითარების პროგრამა, რომლითაც შეუძლიათ იძულებით
გადაადგილებულ პირებს ისარგებლონ. მის შესახებ, როგორც ადგილობრივ
ხელისუფლებაში ამბობენ, დევნილებს რამდენიმე დღის წინ გამართულ
შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
"პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის 17 სხვადასხვა სახის პროექტია განხორციელებული. სწორედ პროგრამის ფარგლებში, დევნილებს შექმნილი ამხანაგობის საფუძველზე შეუძლიათ წარმოადგინონ პროექტი ხარჯთაღრიცხვით და მერია პროექტის ღირებულების 90 პროცენტს დაუფინანსებს", - გვითხრეს მერიაში.
ზუგდიდში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში იძულებით გადაადგილებული პირები მოუწესრიგებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ჩივიან. ისინი ამბობენ, რომ შენობის პირველი სართულის ჭერი ჩამონგრეულია და კანალიზაციის მილი მოსჩანს, საიდანაც წვეთავს სითხე და დერეფანში ანტისანიტარიას ქმნის.
ამას გარდა, სარდაფში კანალიზაციაა გადმოღვრილი და ნაწილი ამ ტერიტორიის დატბორილია.