ბოტანიკური ბაღი 15 ნოემბერს გაიხსნება - მერი
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი საზეიმოდ 15 ნოემბერს
გაიხსნება,
- ამის შესახებ მერმა გიორგი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე,
ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს განახლებული ინფრასტრუქტურის პირობებში. ბაღს კი შეეძლება ნებისმიერი დონის სტუმრის მიღება.
ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან მიმდინარეობს. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგი, მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.
ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.