მერიამ გუბერნატორის მოადგილეს პრადო კიდევ ერთი წლით ათხოვა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის ჯერ კიდევ შარშან
გადაცემული ტოიოტა ლენდ
კრუიზერ პრადო, გუბერნიას კიდევ ერთი წლით მოემსახურება.
გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ავტომანქანით
გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი სარგებლობს.
ერთწლიანი თხოვების ვადის გახანგრძლივება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სურვილი იყო.
ზუგდიდის მერიამ გუბერნიას მანქანა ერთი წლით 2018 წლის ოქტომბრში ათხოვა. მანამდე ამ ავტომანქანით მერის მოვალეობის მაშინდელი შემსრულებელი, მაიზერ ნანავა სარგებლობდა.