ახალი ამბები
ოჯახში მოძალადეთა დასახმარებლად ქვეყანაში პირველი ცენტრი ზუგდიდში ამოქმედდა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში ამოქმედდა ოჯახის მხარდაჭერის დღის ცენტრი, სადაც მხვერპლთა პარარელურად, პირველად მოძალადეების რეაბილიტაციაზეც იზრუნებენ. ცენტრის მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენცია, ან მსგავსი შემთხვევების გამოვლენა და ქცევის კორექციისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებაა.

ცენტრის პრეზენტაცია საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოეწყო, რომელსაც პოლონური მხარე, მათ შორის საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მასკიევიჩი დაესწრო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

ცენტრი ასოციაცია "მერკურის" ერთ-ერთი პროექტია, რომელიც რეგიონის მასშტაბით მოქალაქეებს, მათ შორის აფხაზეთის მცხოვრებლებს მოემსახურება. პარარელურად, ორგანიზაციას უკვე მეორე წელია ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარიც აქვს და ამ მიმართულებით მუშაობენ.

არასამთავრობოს ხელმძღვანელ ნანა თოდუას თქმით, ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება სჭირდებათ, აქ უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ. მათ შეეძლებათ გაიარონ ფსიქოთერაპიის კურსი. ამას გარდა, სოციალური მუშაკი სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებაშიც დაეხმარებათ. ცენტრს მოზრდილთა და ბავშვთა ფსიქოლოგიც ჰყავს. იქნება როგორც ინდივიდუალური კონსულტაციები, ასევე ჯგუფური თერაპიის კურსი.

"ჩვენ პირველები ვიწყებთ მუშაობას ძალადობის ჩამდენ პირებთან, მათი ქცევის კორექციაზე. ვიწყებთ თანამშრომლობას პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, რომ მოხდეს მათთან ერთად ბენეფიციართა მომსახურება", - განმარტა ნანა თოდუამ.

მისივე თქმით, ეს პროექტი სიახლეა ქვეყნისთვისაც და საპილოტე პროგრამას წარმოადგენს, რადგან მსგავს სერვისს მოძალადეებს პენიტენციურ დაწესებულებაში და პრობაციის ბიუროში უწევენ, არა ღია სივრცეში, როგორც აქ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკვე ცენტრს უკვე ჰყავს რამდენიმე მოძალადე მამაკაცი, რომლებიც ფსიქოთერაპიის კურსს გადიან.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორი კი პოლონური ორგანიზაცია "ჰუმან დოკ ფოუნდეიშენ".

ცენტრის პრეზენტაციაზე მყოფი პოლონეთის ელჩის განცხადებით, ისინი ეხმარებიან სხვადასხვა პროგრამით საქართველოს, რადგან სურთ ქვეყანა მომავალში ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი გახდეს.

"როცა ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება, ასევე საზოგადოებრივ დონეზეც განვითარებაც. საზოგადოებრივი განვითარება კი ოჯახზე დგას. ამიტომ, ვცდილობთ დავეხმაროთ სხვადასხვა ორგანიზაციას, რათა ამ პათოლოგიისგან გათავისუფლდნენ", - აღნიშნა ელჩმა მარიუშ მასკიევიჩმა.

ზუგდიდში უკვე ორი წელია ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი მოქმედებს, რომელიც ერთადერთია რეგიონში. მისი თანადამფინანსებელი ადგილობრივი მერიაა, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან ერთად.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს
20:19 / 05.07.2020
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის
მასშტაბით
19:46 / 05.07.2020
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის მასშტაბით
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი
მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
18:30 / 05.07.2020
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის
გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში
18:10 / 05.07.2020
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში "ლაივპრესს"
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.