კონსორციუმს ჯერ ახალი ინვესტორი არ წარუდგენია - მინისტრი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის
განცხადებით, ანაკლიის
განვითარების კონსორციუმს ჯერ ახალი ინვესტორი არ წარუდგენია. მისივე
განმარტებით, სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული
ინვესტორის, კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ
რაიმე სხვა სახით.
ამით მან უპასუხა კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებასაც, 150- მილიონიანი ფონდის შექმნის თაობაზე, რომელიც 400 მილიონიანი სესხის გარანტიის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვდა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებს, მორიგი მსგავსი ფორმატის შეხვედრა კი არ გამართულა. თუმცა აცხადებს, ეს არ ნიშნავს, რომ მათთან კომუნიკაცია შეწყდა.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მთავრობამ კონსორციუმს ვალდებულებების შესრულება წლის ბოლომდე გადაუვადა.
ხელისუფლების განმარტებით, ეს კონსორციუმისთვის მიცემული "ბოლო შანსია".
პორტის პროექტიდან გასვლას გეგმავს ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი".