ახალი ამბები
უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი განადგურდა.