სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასა და
დაგეგმილ აქციებთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათი
მთავარი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა,
განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური
ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა
ნიშნისა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ. ფილმის ჩვენების წინააღმდეგია: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები, საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.