ახალი ამბები
„ამირანთან“ 11 პირი დავაკავეთ- შსს
FaceBook Twitter
E-mail Print
თბილისში დღეს დაგეგმილი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათივე თქმით, სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

"ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.

რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებს სამინისტრო.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე.

ამასთან, პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნავენ - კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები.

თბილისში კინოთეატრებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პარარელურად. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“
20:41 / 15.11.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური სოხუმის უღელტეხილზე ხანძრის
ჩასაქრობად
17:56 / 15.11.2019
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური სოხუმის უღელტეხილზე ხანძრის ჩასაქრობად
17:27 / 15.11.2019
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო" შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.