ახალი ამბები
ფოთის საკრებულოს და მერიის მაღალჩინოსნები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ - ადვოკატი
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ნიკა გრიგოლია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფოთის სამმართველოდან, პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ირაკლი კაკულიამ განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დამატებით სხვა არაფერი უთქვამს.

დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა ამბობს, რომ ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მისივე განმარტებით, ირაკლი კაკულიას ხუთი მუხლით ედავებიან.

"ირაკლის უყენებენ 180-ე მუხლს, რაც გულისხმობს თაღლითობას, 182-ე არის მითვისება, 338-ე დიდი ოდენობით ქრთამის აღება, 342-ე გულგრილობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ ბრალს. ზეგ ზუგდიდში გაიმართება სასამართლო პროცესი და ამის შემდეგ გადაწყვეტს სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების რომელი სახე იქნება შერჩეული, გირაო თუ პატიმრობა.ზუგდიდის რაინული სასამართლოს მოსამართლის შოთა ბიჭიას განჩინებით არიან დაკავებულები", - აღნიშნა ადვოკატმა.

წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
Covid-19-ის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში
18:16 / 28.03.2020
Covid-19-ის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა
იმნაძემ
17:55 / 28.03.2020
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათიდან მამაკაცი ხველის და
ტემპერატურის
17:30 / 28.03.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათიდან მამაკაცი ხველის და ტემპერატურის
თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და
მოქალაქეებს მიეხმაროს,
16:10 / 28.03.2020
თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს,
ვიდეო
ბოსტნეულის კანფეტები „კოპეშონისგან“ [ვიდეო/ფოტო]
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
როგორ იცავთ თავს კორონავირუსისგან - გამოკითხვა [ვიდეო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
229 სიტყვა 30 წამში - ზუგდიდელმა მოზარდმა ემინემის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის,
კორონავირუსის მიზეზით, სოხუმმა შესაძლოა ენგურის ხიდი ჩაკეტოს [ვიდეო]
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ფოტო
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
ზუგდიდი კორონავირუსის წინააღმდეგ [ფოტო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.