ფოთის საკრებულოს და მერიის მაღალჩინოსნების აღმკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის სასამართლო იმსჯელებს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად
დაკავებულ პირებს
ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიების
შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, ზუგდიდის
რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა ამბობს, რომ ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ირაკლი კაკულია და მასთან ერთად ორი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, წინასწარი დაკავების იზოლატორში 8 ნოემბერს, საღამოს გადაიყვანეს. მანამდე ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოში იმყოფებოდნენ.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.