ახალი ამბები
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ სამ პირს: კულტურის სამსახურის უფროსს და მერის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლიას, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და მერის ყოფილ მოადგილე ლევან ჩოჩიას და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ყურუას.

ჯამში პროკურატურა 11 ბრალდებულიდან ხუთის პატიმრობას ითხოვდა დანარჩენების შემთხვევაში კი გირაოს. სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა ოთხის მიმართ, სხვებს კი გირაოს გადახდა დაეკისრათ, მათ შორის შპს „ანსტრი ელ ტდ 2016-ის“ დირექტორ გიორგი ჟვანიას, რომლის პატიმრობის შუამდგომლობაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

გირაოს ოდენობა სასამართლომ ასე განსაზღვრა: რაინდი შეროზია - 8000 ლარი, თეიმურაზ ლატარია - 25 000 ლარი, გიორგი ჟვანია - 45 000 ლარი, ჯაბა არდია - 15 000 ლარი, ზურაბ ჯამბურია - 45 000 ლარი, გურამ მონიავა - 45 000 ლარი, გივი ბადაშვილი - 15 000 ლარი.

11 ადამიანს, რომელთა შორისაც ფოთის საკრებულოს და მერიის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები არიან, ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

სხდომის დაწყებამდე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განმარტებით, ამ შემთხვევაში შესაძლოა იკვეთებოდეს კერძო პირების ინტერესები, რომლებსაც ირაკლი კაკულიას წარმატება არ აწყობთ.

„აქ შესაძლებელია, რომ კონკრეტული პირების ინტერესებს უფრო ვხედავდეთ, რომ არ უნდოდათ ირაკლი კაკულია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა „ქართული ოცნებისთვის“, გამოჩენილიყო, როგორც ფოთში ეროვნული იდეის წამომწყებად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, ვინაიდან ის გარკვეული ქმედებები, რასაც თითქოს მას ედავებიან, არ იყო მისი მხრიდან განხორციელებული. თუ რაიმე ხარვეზი, შეცდომა, გადაცდომა იყო პროექტთან მიმართებაში, ეს არ იყო იმ მნიშვნელობის, რომ აუცილებელი ყოფილიყო მისი ასე საჯაროდ დაკავება.ეს არ შედის არც სახელმწიფოს და არც მმართველი პარტიის ინტერესში“,- აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

ირაკლი კაკულია და მასთან ერთად მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა. ჯამში პროკურატურა 528 821 ლარის გაფლაგვაზე საუბრობს, საიდანაც მათივე მტკიცებით, კაკულიამ 170 ათასი მიითვისა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული
კიდევ ერთი
21:18 / 06.06.2020
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ
14:45 / 06.06.2020
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ანა წითლიძის ბრალდებას,
რუხის ცენტრში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი
განცხადებით, 100 ჰექტრამდე მიწა
13:03 / 06.06.2020
რუხის ცენტრში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, 100 ჰექტრამდე მიწა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. სულ
11:55 / 06.06.2020
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. სულ
ვიდეო
აფხაზეთში მიმავალი ხიდი მგზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.