ახალი ამბები
„კონსორციუმს“ მოვუწოდებდი, ინვესტორების მოძიებაზე უფრო გაააქტიურონ მუშაობა - მინისტრი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მოუწოდებს"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", ინვესტორების მოძიებაზე უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა. განაცხადა მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმის ირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებას "პალიტრანიუსზე", სადაც ის ამბობდა, რომ თუ არბიტრაჟში გადავა დავა, სახელმწიფო სხვა ინვესტორებს ვერ შემოიყვანს.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მოვუწოდებდი, უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა, როგორც ინვესტორების მოძიებაზე, ასევე იმ ღია საკითხების მოგვარებაზე, რომელიც მათ აქვთ აღებული", - აღნიშნა მინისტრმა.

წერს "ინტერპრესნიუსი".

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მთავრობამ კონსორციუმს ვალდებულებების შესრულება წლის ბოლომდე გადაუვადა.