ახალი ამბები
დეპუტატმა მინისტრს უსაყვედურა, რომ თანხა ვერ მოიძიეს დადიანების მუზეუმში ხელფასების გასაზრდელად
FaceBook Twitter
E-mail Print
"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ლელა ქებურია დაინტერესდა, არის თუ არა სიახლე დადიანების მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასებთან დაკავშირებით. მან კითხვით პარლამენტში მყოფ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მიმართა. ლელა ქებურიამ განმარტა, რომ მუზეუმის თანამშრომლებს ცოტა ხნის წინ ჰქონდათ გაფიცვა დაანონსებული, თუმცა შემდეგ ზუგდიდში ჩავიდნენ განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და დაჰპირდნენ ამ ადამიანებს პრობლემის გადაწყვეტას, იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ეს სიახლე აისახებოდა.

"ამ წარმოდგენილ ვერსიაში არანაირი ცვლილება განათლების და კულტურის მიმართულებით არ იკითხება. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ამოვიკითხე. შესაძლებელია ჩაშლილ ვარიანტში უფრო იკითხებოდეს. ბატონო არჩილ (პარლამენტის თავმჯდომარეს), თქვენ დიდი გულშემატკივარი ხართ ზუგდიდის და ერთად დაველოდოთ პასუხს", - მიმართა პარლამენტის სპიკერს ლელა ქებურიამ.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ყველანი არიან არამარტო ზუგდიდის, არამედ მუზეუმების და თანამშრომელთა ქომაგები. იციან პრობლემის შესახებ. მათ შორის იცის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხზე ჰქონდათ დისკუსია და ყველაფერს მოიმოქმედებენ, რათა რაღაც რესურსი გამოძებნონ.

"კულტურის სფეროს წარმომადგენელთა გულისწყრომა მე ვიცი, როგორც მუზეუმებთან, ისე თეატრებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ამ წლის ბიუჯეტში. და მე გპიდებით, რომ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ დარჩენილ დღეებსა და კვირეებში და მგონია, რომ მოვიძიებთ, თუმცა ამ ეტაპზე არ შემიძლია კონკრეტული ციფრის თქმა. მაგრამ ვიცით და ვაღიარებთ, რომ პრობლემა არის", - განაცხადა მინისტრმა საპასუხოდ.

თავის მხრივ, ლელა ქებურიამ აღნიშნა - პრობლემის აღიარება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასწორად მიაჩნია თქმა, რომ თურვე ვერ მოიძებნა თანხა ამ უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ლოკაციისთვის და მათი თანამშრომლებისთვის, მაშინ, როცა მოიძებნა და 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ხელისუფლების პიარსამსახურისთვის.

"ანუ, ბოტები და ტროლები გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებენ სიცრუის და სიძულვილის გავრცელებაში, ვიდრე დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ვიზიტორთა მომსახურებაში. არასწორია ის, რომ ვერ მოიძებნა თანხები მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასების გასაზრდელად, სამაგიეროდ ბიუჯეტიდან თვითმმართველობის ააიპებ-ისთვის სუბსიდიის სახით გაიცა შარშან 429 მილიონი. "ოცნების" თვითმმართველობის მაღალჩინოსანთა ნათესავები და ოჯახის წევრები გაცილებით მეტ ხელფასს იღებენ არაფრის კეთებაში, ვიდრე ეს ადამიანები. ასევე არასწორია ის, რომ ვაიგივებთ ზუგდიდის მუზეუმს სხვა სახლ-მუზეუმებთან.მე არ ვაკნინებ რომელიმე მუზეუმის ან კულტურული დაწესებულების მნიშვნელობას. ეს უბრალოდ არის მუზეუმი არის კომპლექსი, ნიკოსეულ სასახლესთან და ბოტანიკურ ბაღთან ერთად", - განაცხადა დეპუტატმა.

დადიანების მუზეუმის თანამშრომლებმა დაანონსებული გაფიცვა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრეს. ისინი დაბალ ანაზღაურებას უჩივიან. მანამდე მათ საპროტესტო შეკრება გამართეს და პრემიერს და სამინისტროს შესაბამისი წერილიც გაუგზავნეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.