ახალი ამბები
„წადი“, „სირცხვილია“ - უმრავლესობის სხდომა პროტესტის ფონზე
ამ წუთებში პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციის ფონზე. ადგილზე იმყოფება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია თანამოაზრეებთან ერთად. განმარტა, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს მათ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

"წადი", "სირცხილია", - ამ შეძახილით შეხვდნენ "ოცნების" წარმომადგენლებს შეკრებილები.

ცოტა ხნის წინ მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს შორის.

ადგილზე სამართალდამცვეელები არიან მობილიზებული.

უმრავლესობის სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.