ამოაყირავე მაჟორიტარი - აქცია ზუგდიდის ქუჩებსა და სოციალურ ქსელში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე,
მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები
თავდაღმა დაკიდეს. პარალელურად სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ზუგდიდელთა
ნაწილი აზიარებს ჰეშთეგს წარწერით - #ამოაყირავემაჟორიტარი.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ატივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 14 ნოემბერს აქციაც გამართეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან. მოქალაქეები აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას. დაშლამდე აქციის მონაწილეებმა ბიუროს შესასვლელ კარზე გააკრეს პლაკატები წარწერით: "თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან, პროპორციული სისტემის ჩაგდებამდე", "ბიძინა მაჟორიტარების მეფე", „ბიძინა და 40 კერკეტი კაკალი“.
14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა თუმცა კენჭისყრისგან თავი შეიკავა. მათ შორის იყვნენ ზუგდიდის მაჟორიტარები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია.
საკითხის ჩაგდების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს.
საპროტესტო აქციები ამ წუთებშიც გრძელდება თბილისში სადაც მონაწილეობის მოსაღებად აქტივიტები სამეგრელოდანაც გაემგზავრნენ.