ექიმის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება - ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული
ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში
მოხერხდება.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ყველა უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ექიმი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
„რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.