უკანონობას სახელმწიფო კანონს უპირისპირებს - მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის
განცხადებით,
სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები კანონის
შესაბამისად იმოქმედებენ. მან პარლამენტის პიკეტირებასთან
დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში უპასუხა ჟურნალისტებს, რომ
უკანონობას სახელმწიფო კანონს უპირისპირებს:
„ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც კანონსა და კანონიერებას უპირისპირებდნენ უკანონობასა და ბოროტებას. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობას სახელმწიფო უპირისპირებს კანონს. სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, აღმასრულებელი სტრუქტურა და სამართალდამცავი ორგანოები მოიქცევიან კანონის შესაბამისად. ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა მოთხოვნაც ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც ვერ გაახმოვანეს ისეთი, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ასე შემდეგ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტთან აქციის მონაწილეები, რომლებსაც კარვები აქვთ გაშლილი, 24 საათიან მორიგეობას დააწესებენ. პარალელურად, ამ წუთებში აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართება.