სვანეთში, ტყეში ხანძარია [ვიდეო]
ცხუმარის და ეცერის ტერიტორიული ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის
მასივი იწვის. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ ადგილზე
45 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მესტიის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ძლიერი დაკვამლიანების და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო გართულებულია ხანძრის ჩაქრობის პროცესი.
მოსახლეობის ინფორმაციით ხანძარი წუხელ ღამე გაჩნდა. მზიანმა ამინდებმა და ტყეში გამხმარი ფოთოლის დიდმა რაოდენობამ ხანძარის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
დაკვამლიანების ამსახველ ვიდეოს ფეისბუკზე მოქალაქე ავრცელებს.