ახალი ამბები
ცხუმარის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში 90-მდე მეხანძრე ჩაერთვება [ვიდეო]
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე 45-მდე მეხანძრე-მაშველია მუშაობს.

„ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცხუმარის და ეცერის ტერიტორიული ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. მოსახლეობის ინფორმაციით ხანძარი 18 ნოემბერს გვიან ღამე გაჩნდა. მზიანმა ამინდებმა და ტყეში გამხმარი ფოთოლის დიდმა რაოდენობამ კი ხანძარის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
მასალაში გამოყენებულია ფოტო და ვიდეო ვიკა ფილფანის ფეისბუკ გვერდიდან.