ახალი ამბები
მეხანძრეები ცეცხლს ვერ აქრობენ, აუცილებელია ვერტმფრენი - მესტიის მცხოვრები
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის მცხოვრებლები სოფელ ცხუმარის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმრენის ჩართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ ტერიტორია სადაც ცეცხლი გაჩნდა, მიუვალია და სახანძრო მანქანები მუშაობას ვერ ახერხებენ.

მესტიის მცხოვრები დათო ნავერიანი „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ცეცხლი უკვე დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტყის მასივს მოედო.

მისი სიტყვებით, იწვის წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები, უკვე ერთი დღე გავიდა და მის ჩასაქრობად ეფექტური სამუშაოები არ მიმდინარეობს.

დათო ნავერიანის ცნობით, ხანძარი 18 ნოემბერს, შუაღამე გაჩნდა, გავრცელებას კი ხელი შეუწყო მზიანმა ამინდებმა და ხმელი ფოთლების ცვენამ:

„ღამე კი ცივა, მაგრამ დღისით თბილა. საოცარი შემოდგომა გვაქვს. ჩამოცვენილი ფოთლები მშრალია და მალე გავრცელდა ცეცხლიც“,- გვითხრა დათო ნავერიანმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში 45-მდე მეხანძრეა ჩართული, ხვალიდან კი დამატებით 90-მდე დაემატება.

„ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.



ცნობისთვის, 10 ნოემბრიდან ტყეში ხანძარს ებრძვიან აფხაზეთშიც. ოკუპირებული ტერიტორიის დე ფაქტო მთავრობამ დახმარება რუსეთს, სთხოვა, რის შემდეგაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტყეში ცეცხლი გავრცელებულია 11 ათას ჰექტარზე, რის გამოც პერიოდულად კვამლი დგება სოხუმში, გაგრასა და ტყვარჩელში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.