ხანძარი 10 ჰექტრამდე ტყის მასივშია მოდებული - მერის წარმომადგენელი ეცერში
მერის წარმომადგენელი ეცერის თემში ომეხ ხორგუანი,
რომელიც ამ წუთებში ცეცხლის კერის სიახლოვეს იმყოფება, აცხადებს, რომ
გუშინდელთან შედარებით ხანძარი შენელდა და თუ ასე გაგრძელდა,
ვერტმფრენის გამოყენება საჭირო არ გახდება.
როგორც მან „ლაივპრესს“ განუცხადა, ცეცხლი 10 ჰექტრამდე ტყის მასივს მოედო.

„გუშინდელათან შედარებით დაბალი კერაა, დაკვამლიანებაც შედარებით ნაკლებია. გუშინდელი და დღევანდელი ერთად დაახლოებით 10 ჰეტრამდე იქნება, მაგრამ როგორც ასეთი ძირითადად ფოთლებზეა და ცოცხალ ხეებს ცეცხლი არ მოდებია. ხანძარი გაუჩნდა ძირითადად გამხმარ ხეებს“, - განაცხადა ომეხ ხორგუანმა.

მისი ინფორმაციით, სახანძრო მანქანა ტყეში ბოლომდე მისვლას ვერ ახერხებს, დაახლოებით, 4 კილომეტრის რადიუსში აჩერებს. მეხანძრე-მაშველებს ქვეითად უწევთ მუშაობა. როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, მათთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
მესტიის სოფელ ეცერში დილიდან განახლდა სახანძრო-სამაშველო სამუშაოები. ხანძრის ქრობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 140-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თუ საჭიროება მოითხოვს, სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს 18 ნოებერს, გვიან ღამით გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.