ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია - მესტიის მერია
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად ტყეში ხანძრის
ძირითადი
კერები ლოკალიზებულია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,
ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის შედეგად ძირითადად ფოთლები და ეკალბარდები დაიწვა.

მესტიის სოფელ ეცერის სიახლოვეს ტყის მასივში ცეცხლის კერა 18 ნოემბერს, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის ქრობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 140-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი.