ახალი ამბები
მესტიასა და მარტვილში გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა. ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. მათ შორის არის სვანეთსა და სამეგრელოში.

კერძოდ, მესტიის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ჩქარობის სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ცხუმარის მიმდებარედ კი ოცამდე მეხანძრე მუშაობს.

რაც შეეხება მარტვილის სოფელ სალხინოს მიმდებარე ტერიტორიას, ფერდობზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ტერიტორია არის სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის კერებთან, ადგილებზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს ყურადღებისკენ მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს.

"თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს. ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით", - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ნოემბერში, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 6 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.

მესტიაში ცეცხლის კერა 18 ნოემბერს გაჩნდა. ამ დროისთვის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. რაც შეეხება მარტვილის სოფელ სალხინოს, სადაც ტყე იწვის, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა რთული რელიეფის გამო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მერია ავტობუსის გაჩერების საინფორმაციო ელექტრონულ ტაბლოებს
შეიძენს,
14:44 / 14.12.2019
ზუგდიდის მერია ავტობუსის გაჩერების საინფორმაციო ელექტრონულ ტაბლოებს შეიძენს,
პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახალი უწყება - ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.
12:44 / 14.12.2019
პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახალი უწყება - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.
ასოციაცია
08:40 / 14.12.2019
ასოციაცია "დეას" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჯერ
08:15 / 14.12.2019
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები, მათ შორის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები,
ვიდეო
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და სასარგებლო კერძია.
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.