ახალი ამბები
საპატრიარქოს დელეგაციამ ნატოს შტაბბინასა და ევროპის სახალხო პარტიის ოფისში იმყოფებოდნენ
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სასულიერო პირები ნატოს სათავო ოფისში უკვე შეხვდნენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, გამოწვევებზე, თანხვედრ სირთულეებსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობაზე პროცესში.

საუბრისას აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, გაერთიანება იმ მთავარი კულტურულ-რელიგიური ღირებულებების გარშემო, რომლებზეც ქვეყანა დგას. თავის მხრივ, ჯეიმს აპატურაიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მათ - "როდესაც ვამბობთ, რომ მხარში ვუდგავართ საქართველოს, ვდგავართ სწორედ იმ ღირებულებების მხარდამხარ, რომლებიც თქვენი ერის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს".

ვიზიტის მონაწილეები ევროპის სახალხო პარტიის ოფისში შეხვდნენ ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანს, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაიტსა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, პატრიკ ვოლერს. საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. განცხადების თანახმად, შესაძლებლობის ფარგლებში, სრული მხადრაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

ასევე აღინიშნა ეკლესიის მხრიდან საზოგადოებასთან ღია ურთიერთობა და ამ მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიური მუშაობა.

"თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან უშუალო თანამშრომლობისა და სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი თანამშრომლობა ქვეყნისთვის მრავალი სასარგებლო საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ევროპარლამენტში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის წევრ პარლამენტარებთან. ვიზიტის მონაწილეები დაესწრნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას. შეხვდნენ სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილეს, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კომიტეტის წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს.

19 ნოემბერს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარს "ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. ვიზიტი ხორციელდება რონდელის ფონდის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.