ოპოზიციამ პარლამენტის ხელახალი პიკეტირება დააანონსა
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. ამის შესახებ
"ლეიბორისტული
პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა საკანონმდებლო
ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. აქ მან გაერთიანებული
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააჟღერა. გუგავას თქმით, ორშაბათს, 19:00
საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის
მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა. მოხდება პარლამენტის ხელახალი
პიკეტირებაც.
მისი განმარტებით, ოპოზიციის ქმედებები იქნებ პრინციპული, კონსტიტუციური და აიძულებენ ხელისუფლებას, დათმოს და პროპორციული წესით ჩატარდეს პარლამენტის არჩევნები.
"ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამავე დროს, ყოველდღიურად, ორშაბათამდე, გაიმართება უმწვავესი აქციები, უმწვავესი პიკეტირებები ადმინისტრაციული შენობები. ჩვენ მათ აუტანელი გარემო უნდა შევუქმნათ. სამშაბათს მათი ჭკუით სესია უნდა გაიმართოს. უნდა შეიკრიბონ კვლავ ივანიშვილის ზოოპარკის ლემურები და ზებრები. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ", - აღნიშნა გიორგი გუგავამ.
სპეცრაზმის დახმარებით, წყლის ჭავლის გამოყენებით, პიკეტირების აქცია ერთხელ უკვე დაშალეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პროტესტის ფონზე 37 ადამიანი დააკავეს.
აქცია პარლამენტთან ამ წუთებშიც გრძელდება. შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერები და აქციის ორგანიზატორები მიმართავენ.