ახალი ამბები
მესტიასა და მარტვილში ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ და მარტვილის სოფელ სალხინოში ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს ინფორმაციით, ცხუმართან გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან 50 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 13 მეხანძრე-მაშველი.

მესტიის სოფლების - ხევრალისა და ცხუმარის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ინფორმაციას დღეს ადგილზე გაეცნენ შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.


"მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში დამთავრდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩებიან გარკვეული მცირე ჯგუფები, რომლებიც ღამის განმავლობაში განახორციელებენ მონიტორინგს. საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევდათ ბიჭებს მუშაობა. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო," - განაცხადა იოსებ ჭელიძემ.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბარის თქმით, მესტიაში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ჩამოვიდა, რომლებმაც მიუდგომელ ადგილებში, სადაც მისვლა და ფეხით დადგომაც ჭირდა, ძალიან ჩქარა - ორი დღის განმავლობაში მოახდინეს ხანძრის ჩაქრობა.

ხანძარი მესტიასა და მარტვილში ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სენაკის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
15:33 / 18.08.2022
სენაკის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,
კიდევ ერთი ქართველი,
11:49 / 18.08.2022
უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, კიდევ ერთი ქართველი,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას
განცხადებით,
11:04 / 18.08.2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით,
6 წლის ბავშვი, რომელსაც მაშველები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ,
10:14 / 18.08.2022
6 წლის ბავშვი, რომელსაც მაშველები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.