ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ნაგვის ურნა მიიტანეს
სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ამ წუთებში სამოქალაქო
აქტივისტები
საპროტესტო აქციას მართავენ. სტვენის, შეძახილების ფონზე მათ ნაგვის
ურნა მიიტანეს და განმარტეს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე
"პოლიტიკურ სანაგვეზე" უნდა გადააგდონ.
"შემოულაწუნე", "გადაუხადე დანაპირები ხალხს", "გაბედე", - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები ბიზნეც ცენტრთან.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას ამ ადამიანებს არ აძლევენ. მანიფესტანტებს ცენტრის შესასვლელისთვის ბოქლომის დადება სურთ.
შეკრებილები დროდადრო ადმინისტრაციულ შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ.