მერაბ ქვარაიას „ივანიშვილის ხელის ბიჭი“ უწოდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ
ქვარაიას თბილისში
პრესკონფერენციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს. მოძრაობა
"გაბედეს" აქტივისტები სკანდირებდნენ მისი მისამართით - "მონა",
"სირცხვილი", "ივანიშვილის ხელის ბიჭი".
"ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ", - განაცხადეს აქტივისტებმა.
ასევე აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარ დეპუტატს კითხვებით მიმართეს, რა გაუკეთებია მას, როგორც მაჟორიტარს და რატომ მოატყუა "ქართულმა ოცნებამ" ხალხი, როდესაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წელს დაჰპირდა.
"ასეთი დავალებებით აგზავნიან ამ ახალგაზრდებს. მაგრამ მინდა ვუსურვო მათ ყოველივე საუკეთესო. მათ უკვე თქვეს, რომ ისინი არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები", - განაცხადა თავის მხრივ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.
წერს "ინტერპრესნიუსი".
ამ წუთებში მაჟორიტარის ბიუროსთან ოპოზიცია და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ სურთ ბიუროს "დაბოქლომება", რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები და დეპუტატის მომხრეები არ აძლევენ.
მერაბ ქვარაია ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციული წესით არშევნების ჩატარებას 2020 წელს.