წალენჯიხის მაჟორიტარის ბიუროს, დაბოქლომების შიშით სახელური მოხსნეს - უგულავა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით,
წალენჯიხის და
ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას ბიუროს კარებს
სახელური მოხსნეს. უგულავა ფეისბუკზე ავრცელებს კარების, როგორც თავად
განმარტავს, გუშინ და დღეს გადაღებულ ფოტოებს.
"სახელური მოხსნეს დაბოქლომების შიშით", - წერს გიგი უგულავა.
აქციები ოპოზიციამ ქვეყნის მასშტაბით გამართა, მათ შორის ზუგდიდშიც. აქ ედიშერ თოლორაიას ბიუროს ასასვლელ კარებს ბოქლომი სიმბოლურად დაადეს, მერაბ ქვარაიას ბიუროს შემთხვევაში კი ეს ვერ მოახერხეს. მათ ამის შესაძლებლობა სამართალდამცველებმა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა არ მისცეს.
ფოთში კი ოპოზიციას, რომელიც მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მართავდა საპროტესტო აქციას, ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, "ოცნების" მხარდამჭერებმა ცოცხები ესროლეს.