ახალი ამბები
ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა, როგორც სამების ტაძრის "განსაკუთრებული შემომწირველი". ამის შესახებ მან გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საზეიმო წირვაზე განაცხადა. ილია მეორის თქმით, ეკლესია 15 წლის წინ აკურთხეს.

"შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა", - აღნიშნა პატრიარქმა.