მოემზადონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ, თუ რესურსი აქვთ - დეპუტატი ოპოზიციას
ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, დაჩი ბერაიას განცხადებით, ოპოზიცია
ხედავს, რომ არჩევნებში გამარჯვების
შანსი არ აქვს, ამიტომ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქუჩაში პროცესების
გადატანით ცდილობს.
უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ პლენარული სხდომა დღეს ჩვეულებრივ ჩატარდება, თუმცა, პარარელურად დაცული იქნება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.
"მათი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მოემზადონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ, თუ ამის რესურსი აქვთ. 2012 წელს სწორედ ამ საარჩევნო სისტემით მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. გვახსოვს როგორ ფონზე მიმდინარეობდა ეს არჩევნები. იყო ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლა. იყო დაშინებები, იყო ხალხის დატერორება. დღეს არც ერთი ასეთი პროცესი არ მიმდინარეობს", - აღნიშნა პარლამენტარმა.
პარლამენტთან ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გრძელდება. მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია -2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. წუხელ პოლიციამ აქციის დაშლა წყლის ჭავლით სცადა, დააკავეს 28 ადამიანი და დაშავდა ოთხი. დაკავებულთა უმრავლესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.