გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ზუგდიდი შეუერთდა [ფოტო]
გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ზუგდიდში
„სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის“ ცენტრი შეუერთდა.
ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის სკოლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიასთან თანამშრომლობით მართავს ფორუმ თეატრის წარმოდგენას
ძალადობის თემაზე.

„სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრმა“ ერთ-ერთი პირველი წარმოდგენა უკვე გამართა განმუხურის სკოლაში. როგორც „ლაივპრესს“ ორგანიზაციაში განუცხადეს, სპექტაკლი ეხებოდა ოჯახში ძალადობას, ჩაგვრას, სკოლებში ბულინგს და კონფლიქტებს.
„სამოქალაქო აქტივობის და თანასწორობის ცენტრი“ ფორუმ-თეატრების საშუალებით ცდილობს გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მარტივი ფორმით მიაწოდოს მათ საჭირო ცოდნა, ასევე საშუალებას აძლევს დაინახოს პრობლემა და მისი მოგვარების გზებზე იფიქროს“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია, სიმბოლურად, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.
კამპანია, მსოფლიო მასშტაბით 1991 წლიდან აღინიშნება. წელს კამპანიის ძირითადი თემა სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება.