საკრებულო DMO-ს ავტომობილს ათხოვებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ააიპ „სამეგრელო-ზემო სვანეთის
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“
(DMO) ავტომობილს ათხოვებს. საკითხის განხილვა უახლოეს საკრებულოს
სხდომაზე იგეგმება. ტრანსპორტის გადაცემის თხოვნით ორგანიზაციამ
მერიას თავად მიმართა.
საკითხზე დღეს იმსჯელეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე.
როგორც „ლაივპრესს“ კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განუცხადა, საუბარია ჰიუნდაი სონატაზე, რომელიც საკრებულოს აპარატს ემსახურებოდა.