საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ ზუგდიდის მერია ისევ დააფინანსებს
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ ხარებას ადგილობრივი მერია ისევ
დააფინანსებს. 2020 წლის
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საამისოდ 60 ათასი ლარია განსაზღვრული.
პროექტს ამ წუთებში ხელისუფლების ოპოზიციის და არასამთავრობოს
მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ. თვითმმართველობის
წარმომადგენელთა თქმით, კლუბმა ქალაქი არაერთხელ ასახელა, რის გამოც
მისი ხელახლა დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.
ადგილობრივი ბიუჯეტით "ხარებას" 43 ათასი ლარი 2017 წელსაც გამოუყვეს.
კლუბის ცხენოსნები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე შეჯიბრების გამარჯვებულები და პრიზიორები არიან.
"ხარება" 2015 წელს დეკანოზმა იაკობ ეხვაიამ დააფუძნა.
ბიუჯეტის პროექტით, 160 ათასი ლარია განსაზღვრული რელიგიის ხელშეწყობის პროგრამისთვის. სულ პროგრამისთვის - კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები, 3 მილიონ 855 ათასი ლარია გამოყოფილი.
მათ შორის - მინი სპორტული მოედნების მშენებლობა - 100 ათასი ლარი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვა - 80 ათასი ლარი, კულტურული ღონისძიეების დაფინანსება 200 ათასი, ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა - 65 ათასი ლარი.
6 მილიონი ლარი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრისთვის.
განათლება - 7 მილიონ 460 ათასი ლარი. საჯარო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა - 250 ათასი ლარი.
განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები - 80 ათასი ლარი.
მესახიას უნივერსიტეტის ხელშეწყობის პროგრამა ( სტუდენტური დღეები, საჯარო ლექციები და ა.შ) 30 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 3 მილიონ 320 ათასი ლარია გამოყოფილი.
ზუგდიდის ახალი ბიუჯეტის მოცულობა, წარმოდგენილი პროექტით 43 მილიონი ლარია.