მერიას სოფლებში წარმომადგენლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას სთხოვენ
სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს
კოორდინატორი ლევან პაპავა, ზუგდიდის ახალი
ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე დაინტერესდა, თუ როდის შეძლებს
ადგილობრივი ხელისუფლება ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის
წარმომადგელების სამუშაო გარემოს ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებას. მისი
თქმით, ამ ადამიანებს არასათანადო სამუშაო პირობებში უწევთ თავიანთი
მოვალეობის შესრულება, რაც შრომის უფლებების დარღვევაა. ამ საკითხზე,
ლევან პაპავას განმარტებით, მერიას წერილობითაც მიმართეს. ეს პრობლემა
იყო არასამთავრობოების რამდენიმე ინიციატივიდან ერთ-ერთი, რომელიც
დღევანდელ შეხვედრაზე ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტის
ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაიამ დაასახელა.
"არის შეპირება, რომ 2020 წელს იგეგმება საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი თანხების მოძიება. თუმცა პრეზენტაციისას ამაზე ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული. ანუ ბიუჯეტის ეს პროექტი არ ითვალისწინებს შესაბამის ხარჯებს, მსგავსი ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარების, და შრომითი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით", - მიმართა ლევან პაპავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
პრობლემას აღიარებს ზუგდიდის მერიც. გიორგი შენგელიას თქმით, სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ეტაპობრივად, მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიწყებენ. მისი განმარტებით, ახალი ბიუჯეტის პროექტში, ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალში დეტალურად არ არის ჩაშლილი, თუმცა გარკვეული მოცულობით ეს თანხებიც ჩადებულია.
"ასევე, თქვენ იცით რომ ეს არის საწყისი ბიუჯეტი და შესაძლებლობა იმის, რომ ეს ბიუჯეტი წლის განმავლობაში გაიზარდოს, არსებობს. ამ ბიუჯეტში ჩვენ ვერ ვნახეთ ისეთი ხარჯები, რომელთა შემცირებითაც შეიძლებოდა ამ მიმართულების დაფინანსება", - განმარტა მერმა.
ზუგდიდის ახალი ბიუჯეტის მოცულობა პროექტის მიხედვით 43 მილიონი ლარია.