ახალი ამბები
არასამთავრობო მერიას სტუდენტების მგზავრობის შერჩევით დაფინანსებას უწუნებს
FaceBook Twitter
E-mail Print
"საიას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი სტუდენტების დაფინანსების პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. ჯემალ ჭკადუამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მიმართა თვითმმართველობის წარმომადგენლებს შესაბამისი კითხვით. მისი თქმით, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით, მერია არ აფინანსებს სხვა სასწავლებლების, კოლეჯის სტუდენტთა შეღავათიანი პირობებით ტრანსპორტირებას:

"მესმის, რომ შოთა მესხიას უნივერსიტეტი აკრედიტირებული უნივერსიტეტია და აქედან გამომდინარე ხდება მისი დაფინანსება. მაგრამ ზუგდიდში არის სხვა კოლეჯებიც, სასწავლებლებიც, რომლებიც არ არიან აკრედიტებულები. სტუდენტების კითხვაა, რამდენმად შესძლებელია, მუნიციპალიტეტმა მათი ტრანსპორტირებაც დააფინანსოს", - აღნიშნა საიას წარმომადგენელმა.

პასუხად მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, რომ დაფინანსების კუთხით ისინი 2020 წლის დასაწყისიდან ცვლილებებს გეგმავენ. კერძოდ, დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა, და შეღავათიანი პირობებით დაფინანსებაში სხვა სექტორებსაც ჩართავენ. გიორგი შენგელია აღიარებს, რომ არის გარკვეული მიმართულებები, რომლებიც ყურადღების მიღმაა დარჩენილი. თუნდაც ის კომპონენტი, რაზეც არასამთავრობო საუბრობს.

"აქ არ არის საუბარი, რომ იმ ნაწილს, რომელზეც თქვენ აქცენტი გააკეთეთ, არ დავაფინანსებთ, ან დავაფინანსებთ. მაგრამ თუ რომელიმე სფეროს ავირჩევთ შეღავათიანი ტრანსპორტით დაფინანსებისთვის, სრულად იქნება მოცული ის სფერო. არ იქნება შერჩევით, რომ ან ერთი მიმართულება დაფინანსდეს, და იგივე სტატუსის მქონე სხვაგან მოღვაწე ადამიანი არ დაფინანსდეს. ეს სქემები წლის ბოლომდე დალაგდება", - განმარტა გიორგი შენგელიამ.

ჯემალ წკადუა ასევე დაინტერესდა, გადახდის ელექტრონული სისტემის დანერგვის შემდეგ, გაძვირდება თუ არა მგზავრობის საფასური, მერმა თქვა, რომ არა. მისი განცხადებით, იგივე ტარიფები შენარჩუნდება, თუმცა ადმინისტრირება იქნება უფრო სრულყოფილი.

ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო. დღეს პროექტზე შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იმსჯელეს. ახალი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 43 მილიონი ლარით განისაზღვრა.
Print E-mail
Twitter
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.