საყვირებით მორბენალ პარლამენტარებს მოვუწოდებ, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ საქმიანობას - დეპუტატი
სამწუხაროა, როცა უყურებ პოლიტიკურ სპექტრს და მათ უმსგავსო
ქმედებებს, - განაცხადა წალენჯიხის და
ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ პარლამენტში.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს საკუთარი დღის წესრიგი აქვს, რომელიც არ შედის არც ქვეყნის და არც საზოგადოების ინტერესში. თავის მხრივ, კი უმრავლესობის წარმომადგენლები მუშაობას განაგრძობენ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.
"მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით პარლამენტის წევრებს, რომლებიც საყვირებით დარბიან პარლამენტის ეზოში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ საქმიანობას, ქმედებებს და დიალოგს. მუშაობა პარლამენტის შიგნით გააგრძელონ", - აღნიშნა დეპუტატმა.
ის გამოეხმაურა ზაალ უდუმაშვილის განცხადებას, რომ თითქოს პარლამენტარები დილის 07:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში "ცხვრებივით შერეკეს". ამბობს, არ ჰქონიათ მობილიზაცია, არამედ უმრავლესობაში შედგა რამდენიმეწუთიანი შეხვედრა დღეს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
"შემდგომ სამუშაო გრაფიკზე გადავნაწილდით. დღეს ის დღე იყო, როცა სესიის მიმდინარე დღესთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაცია გვჭირდებოდა", - განაცხადა გოგა გულორდავამ.
პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებინა, საკანონმდებლო ორგანოს იკეტირების და უმრავლესობისთვის დისკომფორტის შექმნის მინით.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი ორი კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს.